იბერია

არშაკი I (არსოკ ) 93-81 ძვ.წ.

არშაკი I (არსოკ ) იბერიის მეხუთე მეფე, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეექვსე მეფე ძვ. წ. II-I ს.

ფარნაჯომი (ძე მირვანისა) 112-93 ძვ.წ.

ფარნაჯობ, ფარნაჯამ I, ფარნაჯობ (ფარნაჯომ) I იბერიის მეოთხე მეფე 112-93 ძვ.წ. მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეხუთე მეფე ძვ. წ. II ს.

მირვან I 162-112 ძვ.წ.

მირვან (მირეან) იყო იბერიის მესამე მეფე. მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეოთხე მეფე . ის იყო საურმაგ I-ის შვილობილი ( ცოლის დეიდაშვილის შვილი).

საურმაგი (ფარნავაზის ძე) 237-162 ძვ.წ

საურმაგი— იბერიის მეორე მეფე, ხოლო „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით იბერიის მესამე მეფე 237-162 ძვ.წ. მეფე ფარნავაზ I-ის ძე.

ფარნავაზი ძვ. წ. IV – III ს.

მეფე ფარნავაზი იყო საქართველოს პირველი ერთიანი სახელმწიფოს დამაარსებლი , ანბანის გამავრცელებლი , ქართული მწიგნობრობის ფუძემდებლი 302-237 ძვ. წ. მისი ცხოვრება აღწერილია ქართველთა უმთავრეს საისტორიო, ეროვნული სიწმინდის ხარისხამდე ამაღლებულ წიგნში, რომელსაც „ქართლის ცხოვრება“ ეწოდება .

Sidebar