საქართველოს მეფეები

მირვანი II (ძე ფარნაჯომისა) 32-23 ძვ.წ.

მირვანი, მირეან II, მირვან II — იბერიის მერვე მეფე, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეცხრე მეფე ძვ. წ. I საუკუნეში.

ბარტომი (ძე არტაგისა) 66-33 ძვ.წ.

ბარტომ, ბრატმან, ფარნავაზ II, ბარაცმან ფარნავაზ II — იბერიის მეშვიდე მეფე, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მერვე მეფე ძვ. წ. I საუკუნეში.

არტაგი (ძე არშაკისა) 81-66 ძვ.წ.

არიკ არტაგ I  არტოკ I არტოგ — იბერიის მეექვსე მეფე, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეშვიდე მეფე (აზოს ჩათვლით) ძვ. წ. I საუკუნეში.

არშაკი I (არსოკ ) 93-81 ძვ.წ.

არშაკი I (არსოკ ) იბერიის მეხუთე მეფე, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეექვსე მეფე ძვ. წ. II-I ს.

ფარნაჯომი (ძე მირვანისა) 112-93 ძვ.წ.

ფარნაჯობ, ფარნაჯამ I, ფარნაჯობ (ფარნაჯომ) I იბერიის მეოთხე მეფე 112-93 ძვ.წ. მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეხუთე მეფე ძვ. წ. II ს.

მირვან I 162-112 ძვ.წ.

მირვან (მირეან) იყო იბერიის მესამე მეფე. მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეოთხე მეფე . ის იყო საურმაგ I-ის შვილობილი ( ცოლის დეიდაშვილის შვილი).

საურმაგი (ფარნავაზის ძე) 237-162 ძვ.წ

საურმაგი— იბერიის მეორე მეფე, ხოლო „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით იბერიის მესამე მეფე 237-162 ძვ.წ. მეფე ფარნავაზ I-ის ძე.

ფარნავაზი ძვ. წ. IV – III ს.

მეფე ფარნავაზი იყო საქართველოს პირველი ერთიანი სახელმწიფოს დამაარსებლი , ანბანის გამავრცელებლი , ქართული მწიგნობრობის ფუძემდებლი 302-237 ძვ. წ. მისი ცხოვრება აღწერილია ქართველთა უმთავრეს საისტორიო, ეროვნული სიწმინდის ხარისხამდე ამაღლებულ წიგნში, რომელსაც „ქართლის ცხოვრება“ ეწოდება .

Sidebar