ფარნაჯომი (ძე მირვანისა) 112-93 ძვ.წ.

ფარნაჯობ, ფარნაჯამ I, ფარნაჯობ (ფარნაჯომ) I  იბერიის მეოთხე  მეფე 112-93 ძვ.წ. მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეხუთე მეფე ძვ. წ. II ს.

  • ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით იმეფა 19 წელი.


„მეფე ფარნაჯომ (112-93 ქრ. წინ)… …და მოკლეს თვით მეფე ფარნაჯომცა დასაბამით 3856, ქართულსა 191.“

ფარნაჯომ მეფეს თავისი მოღვაწეობის დასაწყისში აღუმართავს ზადენის კერპი ზედაზნის მთაზე და მისი თაყვანისცემა შემოუღია საქართველოში. მან გააძლიერა და განამტკიცა მცხეთა და ქართლის სხვა ციხე-ქალაქნი. კახეთში ააშენა ნეკრესი. მოგვიანებით პირი იცვალა კერპებისაგან და შეუდგა სპარსულ ცეცხლთაყვანისმცემლობას. მცხეთაში (მოგვთა) სპარსელი მოგვები (ქურუმები) მოიყვანა და ხალხშიც სპარსული რელიგიის გავრცელებას აპირებდა, მაგრამ მეფობის ბოლო პერიოდში მას განუდგნენ ქართველი დიდებულები და კერპებისაგან განრიდების მიზეზით მივიდნენ სომხეთის მეფე არტაშეს I-თან და სთხოვეს რომ დაესვა მისი ძე იგივე მირიან I-ის სიძე მცხეთაში. მატიანეთა ცნობით ფარნაჯომმა იგრძნო რა ხიფათი ადგა და თავი შეაფარა პონტოს, სადაც ათი წლის მანძილზე აგროვებდა არმიას არშაკის წინააღმდეგ. ფარნაჯომსა და სომხეთის მხარეს შორის შეტაკება ფარნაჯომის მარცხით დამთავრდა, რომელიც მოიკლა ტაშირის ველზე. ფარნაჯომს დარჩა ერთი მცირეწლოვანი ძე სახელად მირიან II, რომელსაც ჩუმად ზრდიდნენ სპარსეთში

წყარო: ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“

Sidebar