სახლობანა

ნეტავ სად ხარ, შენს ძებნაში
მოვირბინე ეზო,
წამო ჩვენთან, სახლობანა
ვითამაშოთ, რეზო!
რა კარგია, ჩხუბს და ცემას
ვეღარ გამიბედავ,
შენ იქნები ჩემი შვილი,
მე ვიქნები დედა.
მე ბახარში გავიქცევი,
ხელს ნუ ახლებ ამას…
არაფერი დააშავო..,
დაუჯერე მამას.
მაინც ჩხუბობ? მაინც მირტყამ?
ასე იცი მუდამ.
არ გრცხვენია, უსირცხვილო,
დედას ცემა უნდა?!

ავტორი: ნოდარ დუმბაძე.

Sidebar