საურმაგი (ფარნავაზის ძე) 237-162 ძვ.წ

საურმაგი— იბერიის მეორე მეფე, ხოლო „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით იბერიის მესამე მეფე 237-162 ძვ.წ. მეფე ფარნავაზ I-ის ძე.

  • თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ძვ. წ. 237-162  მიხედვით საურმაგმა იმეფა 75 წელი.

საურმაგ მეფე იქმნა სრულიად ივერიის მფლობელ წელთა დასაბამითგან სოფლისათ ბერძნულთა რიცხვითა 5271. ქართულსა ქორონიკონსა მეათერთმეტისა მოქცევისასა 47-სა. უწინარეს ქრისტეს შობისა 237-სა… … ამას ჟამთა შინა გარდაიცვალა მეფეცა საურმაგ, რომელმანცა იმეფა წელნი სამეოცდა ათხუთმეტნი.

  •  ვახუშტი ბატონიშვილის ძვ. წ. 237-162   მიხედვით იმეფა 75 წელი.

მეფე საურმაგ (237-162). შემდგომად მოკვდა საურმაგ დასაბამითგან 3787, ქართულსა 122.

იბერიის პირველი მეფე ფარნავაზი -ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის მისი ძე საურმაგი.  მეფის გარშემო მყოფ ქართველ დიდებულთა შორის გაღვივდა მოსაზრება, რომ ისინი უფრო მეტად ხეირობდნენ იმ პერიოდში, როცა არ ჰყავდათ მეფე და გადაწყვიტეს საურმაგ მეფის მოკვლა. საურმაგი მიხვდა რა რომ მის მოკლვას აპირებდნენ და ჩრდილოკავკასიაში — დურძუკეთს  შეაფარა თავი. დურძუკთა და ოსთა დახმარებეით იბერიის მეორე მეფემ შეძლო ჩაეხშო შეთქმულება და დიდგვაროვანთა ახალი კლასი ჩამოაყალიბა და პირდაპირ დაიქვემდებარა. საუმაგმა მცხეთის გზაზე აღმართა ორი კერპი აინანა და დანანა. საუმაგმა გადმოასახლა საქართველოს მთიანეთში ჩრდილოეთ კავკასიიდან კავკასიელი ტომები. მის დროს ქართლის სამეფო სელევკიდების ვასალი იყო. საუმაგის დროს დაიწყო არმაზის მშენებლობა.

„და შემდგომად მისა დადგა მეფედ საურმაგ. ამან აღმართა კერპი აჲნინა გზასა ზედა. და იწყო არმაზს შენებად.“

Sidebar