საათი

– ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, –
იძახის
და კედელზე ჰკიდია,
დღე და ღამე ისრები
მიდიან და მიდიან……
მოვა დედა, შეხედავს:
– აბა, ჩემო ოთარი,
ცხრა საათი გამხდარა,
შენი ძილის დრო არის!
და ყველანი მტოვებენ,
ჩემთვის არა სცალიათ.
მე რომ დედა მაძინებს,
სულ საათის ბრალია.

ავტორი: ნოდარ დუმბაძე.

Sidebar