მირვან I 162-112 ძვ.წ.

მირვან (მირეან) იყო იბერიის მესამე მეფე.  მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეოთხე მეფე . ის იყო  საურმაგ I-ის შვილობილი ( ცოლის დეიდაშვილის შვილი).

მეფე მირვანი მეფობდა 50 წელი ის იყო საურმაგის შვილობილი . ძურძუკებმა დაივიწყეს რა ფარნავაზის სიყვარული და თავს დაესხნენ და აიკლეს კახეთი და ბაზალეთი და უკან დაბრუნდნენ ნადავლით. მირვანმა კი საპასუხოდ შეკრიბა ლაშქარი და დაესხა ძურძუკეთს როგორც წყაროებშია :

მაშინ შეკრიბა მირვანმა ლაშქარი, მივიდა და დაესხა ძურძუკეთს, რადგანაც იყო გმირი და გოლიათი, რომელსაც ვერ კვეთდა ძურძუკთა მახვილი, როგორც მყარ კლდეს; მან სძლია, ამოწყვიტა და დაატყვევა ძურძუკები და გამარჯვებული დაბრუნდა მცხეთაში

და დაჯდა მირვან მცხეთას, და მეფობდა ნებიერად და უშიშად, იყო კაცი უხუად მიმნიჭებელი კეთილისაჲ. შეიყუარეს იგი ყოველთა მკჳდრთა ქართლისათა და ჰმსახურებდა იგი მეფესა ასურასტანელთასა.

და მოკუდა მირვან და მეფე იქმნა მის წილ ძე მისი, ფარნაჯომ.“

Sidebar