მირვანი II (ძე ფარნაჯომისა) 32-23 ძვ.წ.

მირვანი II , მირეან II, მირვან II — იბერიის მერვე  მეფე, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეცხრე მეფე ძვ. წ. I საუკუნეში.

თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით იმეფა 16 წელი ძვ. წ. 74-58 .

მირვან მეორემან მეფობა მიიღო წელთა დასაბამითგან სოფლისათ ბერძნულითა რიცხვითა 5434. ქართულსა ქრონიკონსა მეათერთმეტისა მოქცევისასა 210-სა, ქრისტეს შობადმდე 74 უწინარეს… …იმეფა მირვან წელნი 16 და გარდაიცვალა

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით იმეფა 10 წელი ძვ. წ. 33-23 .

მეფე მირვან II (33-23 ქრ. წინ)… …ხოლო ამან მირვან იმეფა კეთილად ჟამ რაოდენმე შემდგომად მოკვდა დასაბამიდგან 3927, ქართულსა 262.

Sidebar