ი. ჭავჭავაძე ბრძნული აზრები სამშობლოზე

მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!

ი. ჭავჭავაძე

ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული…

ი. ჭავჭავაძე

მას დედის ძუძუ ტკბილი ;
შხამადაც შერგებია,
მამულისთვის სიკვდილი ;
ვისაც დაზარებია!..

ი. ჭავჭავაძე

უკვდავი არის შვილი
მამულისთვის მომკვდარი!

ი. ჭავჭავაძე

მაშ, მამულს თავი შევწიროთ
საშველად, გამოსახსნელად,
თუ მისთვის დავიხოცებით,
ჩვენ ის გვეყოფა სახელად

ი. ჭავჭავაძე

რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს.

ი. ჭავჭავაძე

ჩვენ უცილობლად გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ხოლო არც საჭიროა სიყალბე: მარტო მით, რომ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვიყვარს, გვიყვარს რუსეთიცა… სწორედ ამ ჩვენის სამშობლოს სიყვარულში უნდა მოიძებნოს ნასკვი ნაწილთა დაახლოებისა და გაერთიანებისა მთელთან საკეთილდღეოდ ყოველთა და ყოვლისათვის. წაართვით ადამიანს ეს სიყვარული სამშობლოსი და მის გულში გეღარ იპოვით ამისთანა ღრმას და მაგარს ადგილს, რომ ზედ ამოიყვანოთ საფუძველი ერთგულებისა და სიყვარულისა.

ი. ჭავჭავაძე

ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი,

ი. ჭავჭავაძე

ყოველ ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთათქმა, თავისი წადილები, თავისი სულთა-სწრაფვა, თავისი ღირსება. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილს ადამიანს არ ეპატიება, არ შეენდობა.

ი. ჭავჭავაძე

Sidebar