ბარტომი (ძე არტაგისა) 66-33 ძვ.წ.

ბარტომ, ბრატმან, ფარნავაზ IIბარაცმან ფარნავაზ II — იბერიის მეშვიდე მეფე, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მერვე მეფე ძვ. წ. I საუკუნეში.

თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით იმეფა 33 წელი ძვ. წ. 107-74  .

ბარტომ იქმნა მეფედ ყოვლისა ივერიისა წელთა დასაბამითგან სოფლისა 5401. ქართულსა ქრონიკონსა მეატერთმეტისა მოქცევისასა 177-სა, უწინარეს ქრისტეს შობისა 107-თა წლითა. ხოლო დაჰყო მეფობასა შინა ბარტომ წელნი 33-ნი.

არტაგ I-ს სიკვილის შემდგეგ ქართული წყაროების მიხედვით ტახტზე ადის მისი ძე — ბარტომი. წყაროები მას მიაწერენ მცხეთის გალავნის და ქართლის ციხესიმაგრეთა გამაგრებას. ბარტომ მეფის მმართველობის პერიოდში სამეფო ტახტზე პრეტენზიას აცხადებს ბარტომ მეფის ბაბუის არშაკ I-ის მიერ მოკლული ფარნაჯომის ძე მირვანი, რომელიც ამარცხებს ბარტომს და ბრძოლის ველზე კლავს მას და მის სიძეს ქუჯის შთამომავალს ქართამს.

მატიანეთა გადმოცემით ბარტომმა იმეფა 33 წელი.

Sidebar