არშაკი I (არსოკ ) 93-81 ძვ.წ.

არშაკი I (არსოკ )  იბერიის მეხუთე  მეფე, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეექვსე მეფე ძვ. წ. II-I ს.

  • ძვ. წ. 135-ძვ. წ. 123 — თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით არშაკმა იმეფა 12 წელი.

„არშაკ იქმნა მეფედ ყოვლისა ივერიისა წელსა დასაბამითგან ბერძნულთა რიცხვთა 5373. ქართულსა ქრონიკონსა მეათერთმეტე მოქცევისასა 149. უწინარეს ქრისტეს შობისა 135. ხოლო ყოველნი წელნი მეფობისა მისისანი იყვნეს ათორმეტ.“

იბერიის მეფე ფარნაჯომის მცხეთიდან განდევნისთანავე ტახტზე ადის სომხეთის მეფის არტაშეს I-ის ძე არშაკ I. არშაკ I-მა იმეფა 12 წელი ხოლო მისი მმართველობის მეათე წელს ტაშირის ველზე მოკლა ივერიის განდევნილი მეფე ფარნაჯომი. მისი მეფობით დაიწყო არტაშესიანთა დინასტიის და სომხეთის მძლავრობის ხანა იბერიაზე. არშაკის დროსვე დაკარგა იბერიამ დასავლეთ ტერიტორიები და ისინი კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. არშაკის შემდეგ გამეფდა მისი ძე არტაგ I.

„დაჯდა მეფედ არშაკ და დაიპყრა ყოველი ქართლი, და მეფობდა იგი ნებიერად, და უმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ჯავახეთს, ქალაქსა წუნდას. მოკუდა არშაკ და მეფე იქმნა ძე მისი, არტაგ“

„დაიპყრა ყოველი ივერია არშაკ პირველმან და იმეფა უშფოთველად, ჰმატა ციხეთა და ქალაქთა ყოველთა ადგილთა შინა სამეფოჲსა თჳსისასა, და უმეტეს მომტკიცნა ქალაქისა წუნდისა ზღუდენი ჯავახეთს. ხოლო შემდგომად სიკვდილისა ფარნაჯამისა იმეფა კვალად ორწელ; ხოლო ყოველნი წელნი მეფობისა მისისანი იყვნეს ათორმეტ.“

Sidebar