ავადმყოფი

დღეს სულ მოწყენილი ვარ,
ხასიათი წამიხდა,
-. იცით, ჩემი თოჯინა
ძლიერ ავად გამიხდა.
ხმას არ იღებს სრულებით,
„ არც საჭმელი არ უნდა,
კუ ექიმთან გაიქცა,
რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?
ყოველ წუთში ოთახში
ნუ შემოხვალ, ბებია,
მოერიდე ავადმყოფს,
იქნებ გადამდებია.

ღმერთო, ნეტავ საშიში
არაფერი არ იყოს!
აქ ნუ მოწევ პაპიროსს,
გარეთ გადი, მამიკო!

ავტორი: ნოდარ დუმბაძე.

Sidebar